კონგრესი უკრაინისა და ისრაელის ერთობლივი დახმარების კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავს

შეერთებული შტატების სენატი სა და უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა.
“დახმარების პაკეტებს მომავალ კვირას გავიტან განხილვაზე, იმედია ორპარტიული მხარდაჭერით, რადგან მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ ამის გაკეთება”, – თქვა შუმერმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე. “იმედი გვაქვს, მომავალ კვირას ჩავატარებთ კენჭისყრას. დიახ, ეს არის გეგმა”.
შუმერმა თქვა, რომ დახმარების ეს კანონპროექტი საჭიროა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს შეთანხმება ამერიკის საზღვრის დაცვის ღონისძიებების დაფინანსებაზე, რასაც რესპუბლიკელი კანონმდებლები მოითხოვდნენ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ოქტომბერში 105 მილიარდი დოლარის ოდენობის მოთხოვნა გაუგზავნა, საიდანაც 61,4 მილიარდი უკრაინისთვის, 14,3 კი – ისრაელისთვის იყო განკუთვნილი. ამ დრომდე კანონპროექტი დაბლოკილია, რაც აჩენს შეშფოთებას, რომ უკრაინისთვის თანხები შეიძლება არ დამტკიცდეს, სხვა ოდენობით დამტკიცდეს, ან პროცესი ზედმეტად გახანგრძლივდეს. ეს რისკი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც წარმომადგენელთა პალატამ, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ, ცოტა ხნის, წინ კანონპროექტი მიიღო, რომელიც დახმარების გაწევას მხოლოდ ისრაელისთვის გულისხმობს.
ორი პარტნიორისა და მოკავშირის დახმარების გაერთიანებული მოთხოვნა, სავარაუდოდ, პალატაში კიდევ უფრო მეტ სირთულეს წააწყდება, მაგრამ კონგრესის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ის რჩება “დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი”, რომ კონგრესი სადღესასწაულო, ზამთრის შესვენებამდე ისრაელისა და უკრაინის დახმარების გაცემას შეძლებს.
“ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში გაერთიანდება. დარწმუნებული ვარ და ოპტიმისტურად ვუყურებ იმას, რომ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას”, – თქვა მან 27 ნოემბერს ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მან დასძინა, რომ კონგრესში არის განცდა, რომ სა და ისრაელს დახმარება დაყოვნების გარეშე მიეწოდოს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ის, რომ [ს პრეზიდენტმა] ვლადიმირ პუტინმა ევროპაში მარში გააგრძელოს და გვესმის დახმარების აუცილებლობა“, – თქვა მან. “ჩვენ ვთქვით, რომ თუკი უკრაინას დამატებითი დახმარება სჭირდება – რაც კონგრესის წევრების უმეტესობას მნიშვნელოვნად მიაჩნია, – ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ ჩვენი სასაზღვრო პოლიტიკის შეცვლაზეც”.
ჯონსონმა თქვა, რომ არაერთი “გააზრებული მოლაპარაკება” გაიმართა უკრაინისთვის დახმარების გაწევისა და ამერიკის შიდა პოლიტიკის შეცვლაზე იმისთვის, რომ შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული. მან ასევე აღიარა, რომ არსებული მოცემულობით უკრაინის სამხედრო დახმარება ამერიკაში დღეს არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დამყოფ შიდა პოლიტიკურ საკითხს უკავშირდება.
”ვფიქრობ, სენატში ჩვენი კოლეგების უმეტესობა აღიარებს, რომ ეს ორი საკითხი ერთად უნდა დაიძრას, რადგან ჩვენ ამერიკელ ხალხსაც უნდა გავცეთ პასუხი”, – დასძინა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ