“კომპრომისებზე არ წავალთ” – ერმაკი ტრამპს

“კომპრომისებზე არ წავალთ” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ს სავარაუდო გეგმებს.
ერმაკის თქმით, ომის დასასრულებლად ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისზე წავიდეთ ღირებულებებისა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი” –ამბობს ერმაკი.
გამოცემა “პოლიტიკო” წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, ტრამპი, პუტინთან გარიგებას გეგმავს. მოლაპარაკების მთავარი თემა კი საქართველო და უკრაინა იქნება.
საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ტრამპი პუტინს პირდება, რომ უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ ვერცერთი ქვეყანა ალიანსში ვერ გაწევრიანდება. ასევე, ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმაზე, თუ “უკრაინის რამდენი ტერიტორიის შენარჩუნება შეუძლია მოსკოვს”.