„კომპანიების მეხუთედი, რომლებმაც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადეს, აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემაა“ – საიდან ფინანსდებიან ბიზნესები?

„კომპანიების მეხუთედი, რომლებმაც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადეს, აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემაა“ – საიდან ფინანსდებიან ბიზნესები?
კაპიტალის ბაზრის განვითარების ნელი ტემპის და ბიუროკრატიული ბარიერების გამო, კომპანიების ნაწილისთვის ფინანსებზე წვდომა კვლავ გამოწვევაა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 47%­-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია (1 პროცენტული პუნქტით). 2024 წლის I კვარტალში, მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 20% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია.
2024 წლის I კვარტალში, იმ კომპანიების მეხუთედი, რომლებმაც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადეს, აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემაა. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, 20%-მდე.
რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, I კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიების უმეტესობის, 77%-ის განცხადებით, ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან. ამასთან, იმ კომპანიების პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2024 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5% შეადგინა. როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ დაფინანსებას კი კომპანიების 17% იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ