ტვ პირველის ინფორმაციით, კომპანია “ერ ტე დე”–ს, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას სკანდალით ჩამოაშორეს ინფრასტურქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი დაკვეთა მისცა.
უცნობია, თუ კომპანიამ სამუშაოები წერეთელზე ვერ შეასრულა ვერც დროულად და ვერც ხარისხიანად და კონტრაქტი მერიამ ამის გამო გაწყვიტა, მაშინ როგორ უნდა შეასრულოს იგივე სამუშაოები, მთავრობის დაკვეთით, იმავე კომპანიამ ან დროულად და ან ხარისხიანად?
მთავრობა თვლის, რომ თბილისის მერიის ბრალეულობაა წერეთლის გამზირის სამუშაოების ნაწილის უხარისხოდ შესრულებაში და არა კომპანიის? და ამიტომ დაასაქმა იგივე კომპანია თავად? – არც ამაზეა პასუხი.
შპს “ერ-ტე დეს” იგოეთი-ახალქალაქის 11 კილომეტრიანი გზისთვის გადაუხდიან მილიონებს. აღნიშნული კომპანია “ოცნების” შემწირველს, ლუხუმ ქართლოსიშვილს ეკუთვნის.
