კომპანიას, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს აშენებს მთავრობამ მდინარე ჭოროხის ნაპირზე 1.5 ჰექტარი მიწა გადასცა

კომპანია “ამბასადორი აილენდს”, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტს ახორციელებს სახელმწიფომ 3 წლიანი იჯარით ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ არასასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ 17 სექტემბერს გამოცემულ განკარგულებაში.
მიწის ნაკვეთი მდინარე ჭოროხის პირას მდებარეობს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ მიწის საიჯარო ქირად ყოველწლიურად 84 904 ლარი უნდა გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში კი გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხა 25 506 ლარი შესაბამის სახაზინო ანგარიშზე უნდა შეიტანოს.
წყარო: „მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს