კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კვლავ ხმაური იყო – თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კვლავ ხმაური იყო. თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი – , , და ხატია დეკანოიძე გააძევა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.
თავდაპირველად, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გაძევების ბრძანება გასცა, ხმაურის შემდეგ კი მან დარბაზი „ევროოპტიმისტების“ დეპუტატსაც დაატოვებინა.
„ხმას დაუწიეთ! დატოვეთ დარბაზი! უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ თავს, დატოვეთ დარბაზი!“ – მიმართა ოხანაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატებს.
„არ გაპატიებთ ამას, რასაც აკეთებთ. ერთხელ როგორც გაიტანეთ [კანონი], ისე გაგატანინებთ კიდევ და თქვენც გაგიტანთ ყველას ხელისუფლებიდან!,“ – მიმართა ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ სხდომის დატოვების დროს, რასაც ოხანაშვილმა ასე უპასუხა: „შენ თავხედობ ახლა და ხმას დაუწიე!“
საკითხის მომხსენებელმა, მ ოპოზიციას ასე მიმართა: „არგუმენტები რომ არ გაქვთ, იმიტომ აკეთებთ ამას და გინდათ კაცის წყობიდან გამოყვანა“.
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოღალატეები უწოდა.
„მართლა მოღალატეები ხართ!,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!

კახა კალაძე – ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება – გამჭვირვალობის კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია და მიღებული იქნება