კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ, დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობის მიღება აუკრძალა – ტრამპი გადაწყვეტილებას “დიქტატურის დაბადებას” უწოდებს

ტრამპი დისკვალიფიცირებულია – მართალია მხოლოდ კოლორადოში, თუმცა პრეცედენტი შედგა. შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. ეს ყველაფერი კი კონსტიტუციის მე-14 შესწორებაზე დაყრდნობით, რომლის მე-3 მუხლიც ამბოხებას ეხება. 3 წლის წინ კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ტრამპის თანამონაწილეობის გამო ის სასამართლომ პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნია და თქვა:
“ჩვენ გვესმის,რომ სამართლებრივად ეს ჯერ გაუკვალავი ტერიტორიაა, რომელიც გააჩენს ბევრ შეკითხვას. გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, ვაცნობიერებთ მის მასშტაბურობას, თუმცა ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს უპირველეს მოვალეობას, ვიმოქმედოთ კანონით – შიშის, განწყობებისა თუ საზოგადოებრივი ზეწოლის გარეშე.”
“დიქტატურის დაბადება” – ასე დაინახა პროცესები დონალდ ტრამპმა და პირობა დადო,რომ ამ ნაკლოვან გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კოლორადოელი მოსამართლეებიც გაკრიტიკა და დემოკრატების სასარგებლოდ მიკერძოებაში დასდო ბრალი. ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ მმართველი პარტია, ს მეთაურობით ოპონენტებს დევნის,თუმცა რესპუბლიკელები არ დანებდებიან.
ბაიდენს ტრამპის ბრალდებებზე არ უპასუხია. თავად დემოკრატები ფიქრობენ, რომ ეს ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება თამამი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად. რესპუბლიკელებში კი სასამართლოს გადაწყვეტილება პირად შეტევად მიიღეს. პარტიის სპიკერმა მომხდარს “მსუბუქად შენიღბული პარტიზანული შეტევაც” კი უწოდა. პრაიმერისზე ტრამპის რესპუბლიკელი კონკურენტები კი საკუთარი კანდიდატურის მოხსნასაც კი განიხილავენ, ვიდრე ტრამპის სახელს საარჩევნო ბიულეტენებზე არ დააბრუნებენ.
სასამართლომ გადაწყვეტილება კოლორადოს ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ შეტანილი სარჩელის საპასუხოდ მიიღო. სასამართლო განჩინების მოქმედებას მინიმუმ 2024 წლის 4 იანვრამდე გადადებს, რათა ტრამპს გასაჩივრების საშუალება მიეცეს. კოლორადომდე მსგავსი სარჩელები ნიუ ჰემფშირში, მიჩიგანსა და მინესოტაშიც განიხილებოდა, თუმცა წარუმატებლად. აღსანიშნავია,რომ ტრამპის ანგარიშზე კიდევ 4 კრიმინალური საქმეა,მათ შორის ფედერალურ დონეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა