კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია – აუცილებლობამ მოიტანა, რომ გაიმართოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი“, რომელზეც პოლიტიკურ-სამართლებრივი ვერდიქტი მიიღება – ზურაბ ქადაგიძე

„კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი .
ქადაგიძე „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2024 წლის იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა – პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს.
„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკა ნაძირლების თავშესაფრად გადააქცია და პარაზიტიზმი, რომლითაც დღევანდელი კვაზი-ოპოზიცია იკვებება, სულ უფრო და უფრო საზიანო ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესებისთვის.
აუცილებლობამ მოიტანა, რომ გაიმართოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი”, სადაც კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მიმართ მოხდება პოლიტიკურ-სამართლებრივი ვერდიქტის გამოტანა.
2024 წლის არჩევნები იძლევა უნიკალურ შანსს, სრულიად გადაიტვირთოს ქართული პოლიტიკა. პარაზიტიზმი, აგენტოკრატია და კვაზი-ოპოზიციონიზმი უნდა დასრულდეს. პროცესის დაწყების წინაპირობა, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება, არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობა და რაციონალური გადაწყვეტილების დაფიქსირებაა.
ყველაზე ძლიერი ბერკეტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აქვს და, შესაბამისად, პარლამენტმა უნდა შექმნას მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ, დეკლარირებულ დასკვნას გამოუტანს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და, შესაბამისად, დაიწყება სამართლებრივი შეფასება, თუ როგორ მავნებლობდნენ, პარაზიტობდნენ და როგორ ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნის ინტერესებს ხელისუფლებაში და შემდეგ – ოპოზიციაში ყოფნისას!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო