კოკა კაციტაძემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
კოკა კაციტაძემ დელეგაციას სამსახურის საქმიანობა და გაფართოებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხებზე.
„ქართულმა მხარემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციის წარმომადგენლებს საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობაზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და ასევე პრევენციის ეროვნული მექანიზმის (MPM) ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, მათთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი – ნიკოლოზ დარჩაშვილი, თურქმენეთის ომბუდსმენი- იაზდურსუნ გურბანნაზაროვა, თურქმენეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე-იაზგული აგაბაევი, თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი-იუსუფგული ეშაევი, თურქმენეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი-ამანმირატ ქერიმოვი, თურქმენეთის ომბუდსმენის თანაშემწე-მაგთიმგული ჰოჯამირადოვი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე-ბაგულ ქერიმოვა ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა