კოკა ბრეგაძე: ჩვენმა ბიჭებმაც იმიტომ მოიგეს მთელი მსოფლიოს გულები, მიუხედავად გამოთიშვისა, რომ, აი, ის ე. წ “რომანტიკული ფეხბურთი” აჩვენეს

“ამ ევრო-2024-მა აჩვენა ის, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო მონატრებულია ხალას, ლაღ, თავდადებულ, ესთეტიურ, გენიოსურ, არტისტულ, დრამატულ, არაპროგნოზირებად ფეხბურთს, ისეთს, როგორსაც 60-იანებში და 70-იანებში თამაშობდნენ და უჩვენებდნენ ნაკრებები (ხაზს ვუსვამ, ნაკრებები და არა მხოლოდ ცალკეული ვარსკვლავები), როგორსაც 80-იანებში თამაშობდნენ ნაკლებად, ხოლო 90’იანებიდან დღემდე საერთოდ რომ გაქრა (ან თითქმის რომ გაქრა).
ეს ე. წ. “რომანტიკული ფეხბურთი” გააქრო პრაგმატიზმმა, სქემებმა, ფეხბურთელთა “გარობოტებამ”, შედეგზე ორიენტაციამ და მისთ.
ჩვენმა ბიჭებმაც იმიტომ მოიგეს მთელი მსოფლიოს გულები, მიუხედავად გამოთიშვისა, რომ, აი, ის ე. წ “რომანტიკული ფეხბურთი” აჩვენეს და საქართველოს ნაკრების წყალობით >>ის<< ფეხბურთი ლანდივით გაკრთა ევროზე 2024-ზე, რომელიც ვერ აჩვენეს გადაბერებულმა და მთელი სეზონისაგან გადაღლილმა რონალდოებმა, მოდრიჩებმა, მბაპეებმა, ბელინგემებმა, დე ბრუინებმა, ფილ ფოდენებმა და მათმა ნაკრებებმა. ამიტომაცაა, რომ მთელი მსოფლიოდან “მადლობის წერილებს” იღებს ჩვენი ნაკრები. 🙂
ავე ბიჭებს!!! ✌✌”  – წერს სოციალურ ქსელში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ