კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს – ჯანმო

კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს და სავარაუდოდ, ეს შესვენების შემდეგაც გაგრძელდება“, – წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადამიანებს მოუწოდებს, რომ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანციის გამოყენება განაგრძონ. ასევე, კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრების შესახებ ინფორმირებულები დარჩნენ.
„დარწმუნდით, რომ ტესტირება გაიარეთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მიმართეთ, რადგან კოვიდ-19-ის მკურნალობას მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან არიდება შეუძლია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა სანდო ტესტებზე, მკურნალობასა და ვაქცინებზე წვდომა უნდა უზრუნველყონ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტად იმყოფება ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის