„კოვიდი დამიდასტურდა“ – კობახიძემ პროგრამის პრეზენტაციის გადადების მიზეზი დაასახელა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას. პრემიერის თქმით, მას კოვიდი ჰქონდა და სწორედ ეს გახდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გადადების მიზეზი. პრეზენტაცია 1 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.
„კოვიდი დამიდასტურდა, ბოლოს გუშინ გავიტესტე და შესაბამისად, აღარ ვარ გადამდები, აღარ მაქვს ვირუსი და შემიძლია დღეიდან… კოვიდი მქონდა, გარეთ ვერ გამოვდიოდი“, – თქვა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 ან 9 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა