კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია – ინტენსიური თოვის გამო, მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდული არ არის, ინტენსიური თოვის გამო, ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.
გზის გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკაც.
შეგახსენებთ, რომ კობი-გუდაურის გზაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. თოვის და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. მიმოსვლას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია – ამ მიზნისთვის იგი უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება