კობიაშვილი: ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდება – სულ ვცდილობ მათ დაცვას გარე ზეგავლენისგან

რუსული კანონის ორგზის მხარდამჭერი დეპუტატი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვრცელ პოსტს წერს Facebook-ზე და ირწმუნება, რომ ფეხბურთელებზე ზეწოლა და შეურაცხყოფა ხორციელდება.
კობიაშვილის აზრითვე, ფეხბურთელების შეურაცხყოფა “ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა”.
დეპუტატი ფეხბურთელების პატივისცემისკენ მოუწოდებს ყველას და ამბობს, რომ “როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა” იცის, რომ ფიზიკურთან ერთად, მეტალური მზაობაც მნიშვნელოვანია.
“წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში (!!!), სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა.