კობიაშვილი სანიოლის მომავალზე: მას დიდი სურვილი აქვს, რომ აქ იყოს

ძალიან დიდი ხანია, ჩვენ ვილი სანიოლთან სამომავლო გეგმებზე საუბარი დავიწყეთ. მასთან მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე გვაქვს, თუმცა, ვილიმ ჩვენი პოზიცია იცის – გვინდა, რომ ის ჩვენთან რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს. ჩვენც ვიცით მისი პოზიცია – ვილისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ აქ იყოს. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე ოფიციალურად გვეცოდინება, მომავალ წელს რა იქნება.