კობა კობალაძემ პიტერ ჰარშის სარეაბილიტაციო ცენტრში აფხაზეთის ომის ვეტერანი ჯანდრი უბირია მოინახულა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სან-დიეგოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტთან, სან-დიეგოში საქართველოს საპატიო კონსულთან, მელორი წიფურიასთან ერთად, პიტერ ჰარშის სარეაბილიტაციო ცენტრში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ს ომის ვეტერანი, ჯანდრი უბირია მოინახულა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯანდრი უბირია სან-დიეგოს პიტერ ჰარშის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის. ის, სან-დიეგოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით იმყოფება.
„პროგრამის ფარგლებში, ჯანდრი უბირია, სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და მას, გერმანული საერთაშორისო საპროთეზო კომპანია „OttoBock”-ის უახლესი პროთეზები – genium X3 გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ საპროთეზო კომპანია „OttoBock”-თან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მხარეებს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და მიმდინარე წლის 16 მაისს განახლდა, სამსახურის 53 ბენეფიციარს მაღალი დონის საპროთეზო საშუალებები დაუმზადდა.
სამსახურის დირექტორმა, პიტერ ჰარშს, ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების თანადგომისა და მკურნალობისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, -ში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ