კობახიძის პოლიტიკური კლასი აშკარა უპირატესობაში იყო დღეს ოპოზიციურ გამომსვლელებთან მიმართებაში – არჩილ გამზარდია

კობახიძის პოლიტიკური კლასი აშკარა უპირატესობაში იყო დღეს ოპოზიციურ გამომსვლელებთან მიმართებაში.”- წერს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის შეხვედრას ოპოზიციასთან.
“ოპოზიცია, ძირითადად, იყო დემაგოგიური, სადღეგრძელოებით გამოხატული, სუბიექტურ განწყობებზე ორიენტირებული ტრაფარეტული ტექსტებით.
იყო მშვიდი, კორექტული (რაც მას, როგორც წესი, არ ახასიათებს), ინფორმაციული და ასე ვთქვათ, მშვიდი ცურვის რეჟიმში, ძალიან ეადვილებოდა ოპოზიციასთან გამკლავება.
“მადლობა” ოპოზიციას, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი პოლიტიკოსი დააწინაურეს ჩემს თვალში.
ჰო… რაც შეეხება სხდომის წამყვანს, ბოკუჩავა იყო ზომიერი, კორექტული წამყვანი და როგორც კობახიძემ მოუგო ოპოზიციას 1:0, ისე თინა ბოკუჩავამ მოუგო 1:0 იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც ისტერიკა ატეხეს, რას ჰქვია, ბოკუჩავამ უნდა წაიყვანოს სხდომაო.
მთლიანობაში, საერთო პოლიტიკური გარემო არის პრიმიტიული, დემაგოგიური, კლიშეებითა და ტრაფარეტებით სავსე, დაბალი პოლიტიკური კომპეტენციით, დაბალი პოლიტიკური კულტურითა და იაფი პოპულიზმით გამოხატული.”– წერს არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საზოგადოება „ქართული“ – მთავრობამ საზოგადოებასთან ერთად უნდა უზრუნველყოს უცხოეთიდან მართული პარტიების პოლიტიკური არენიდან გაძევება, რათა ქვეყანა მუდმივი რყევის რეჟიმში არ დარჩეს