კობახიძის თქმით, Eagle Hills-თან პოტენციურ დავებს ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს ბრიტანული სამართლით

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია Eagle Hills-ს შორის პოტენციური დავის შემთხვევაში საქმეს ბრიტანული სამართლით განიხილავს ციურიხის არბიტრაჟი.
„რა თქმა უნდა, თვითონ დეველოპერული პროექტი ქართული კანონმდებლობის ქვეშ, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება“, – განაცხადა მ ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი შარაშიძის კითხვაზე პასუხად, შემდეგ კი განაცხადა:
„თუ ორ მხარეს, საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის დავა წარმოიშვა, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, ბრიტანული სამართალი მოქმედებს. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ნებისმიერი შესაძლო დავა ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება“.
მ დღეს ასევე განაცხადა, რომ:
· „საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ“;
· „ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან, ჩვენ შევდივართ მიწით, მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში“;
· „ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის კომპანიის მხარეს“.
ასევე დასძინა, რომ „როდესაც ეს კომპანია შედის ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ მაღალი დონის საინვესტიციო გარემოა ჩამოყალიბებული და ამას ექნება შემდგომი ეფექტი შემდგომი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“.
ეს განცხადებები კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა დღეს, 26 ნოემბერს – მას პლენარულ სესიაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ – „იგლ ჰილსის“ $6.5 მლრდ-იან ინვესტიციასა და „განათლების რეფორმაზე“.
თბილისთან ახლოს ინვესტორი გეგმავს მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელებას, – ინვესტორთან გაფორმებული შეთანხმება მთავრობის ბრძანებით კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადდა.
ინვესტიციასთან დაკავშირებით მთავრობასა და დეველოპერულ კომპანიას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელსაც 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი, საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა.
მათ შორის, იურისტები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბევრი ბუნდოვანებაა როგორც სამშენებლო კუთხით, ისე ფინანსურ ნაწილში ვადებთან მიმართებით. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტი სასარგებლოზე მეტად, „მავნებლურია“.
დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ეკოლოგებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი ყველაზე დიდ პრობლემას თავად თბილისს შეუქმნის. ეკოლოგების განცხადებით, ეს ტერიტორია – „ჭალის ტყე“ – დედაქალაქის რეკრეაციულ ზონად ითვლება და ის არის პრაქტიკულად ერთადერთი მტკვრისპირა ტყე, ბუნებრივი რეკრეაციული ზონა, რომელიც ხელუხლებელი შემორჩა ქალაქს.
მათი აზრით, მასშტაბური პროექტი მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იმოქმედებს – წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემებზე, სატრანსპორტო მაგისტრალებზე და შეცვლის დემოგრაფიულ სურათსაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს