კობახიძის თქმით, უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევა სარეცხი მანქანების შეძენის საკითხს უკავშირდება

საქართველოში უკრაინის საელჩოდან დროებით რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინს გაწვევას 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი . მისი განმარტებით, ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ გაწვევა დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის საკითხთან.
„მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები ში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ მიიღო პირველი საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხო საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულ მიხაილო ხარიშინსაც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. სიბიგამ მიზეზად ის დაასახელა, რომ ხარიშინს აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობა.
ირაკლი , სავარაუდოდ, დაეყრდნო უკრაინული გამოცემის zn.ua-ს ინფორმაციას, რომელიც მიხაილო ხარიშინის გათავისუფლების მიზეზებზე უფრო დეტალურად წერს. zn.ua-ს ცნობით, ხარიშინმა შეხვედრაზე საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის საკითხი დააყენა, რასაც მინისტრის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
ამ საკითხზე რადიო თავისუფლებამ შეკითხვით მიმართა საქართველოში უკრაინის საელჩოს. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
უკრაინას ორ წელზე მეტია საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.
ს ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.
2023 წლის ივლისში დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი ს მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.