კობახიძის თქმით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების დროს თანასწორობის პრინციპი ირღვეოდა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაა. მან თქვა, რომ უცხოეთში მცხოვრები ადამიანები შეიძლება „იმ ქვეყნის იურისდიქციაში მოექცნენ“.
„მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში, მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, მაგალითად ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს“, – თქვა მ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში.
მან თქვა, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლება ხმის მიცემა, თუ „ერთი დღით მაინც ჩამოვა ქვეყანაში“. მას არ უსაუბრია და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს უკითხავს, რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და შეძლებენ თუ არა ემიგრაციაში მყოფი ადამიანები ამ თანხის გამოყოფას.
„ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რა თქმა უნდა, ყველა, საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი თანამოქალაქე ინარჩუნებს, ბუნებრივია, საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია, ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული, არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე…“ – ამბობს .
მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს არ შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა და ამით თანასწორობის პრინციპიც ირღვეოდა. ამის მაგალითად მან დაასახელა , რომელთანაც საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, შესაბამისად არ იხსნებოდა საარჩევნო უბანიც:
„შეიძლება, ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია და მეორე ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია? ამაზე წუხილი ხომ არავისგან მოგისმენიათ? იმიტომ, რომ მთლიანად სუბიექტურია მათი მსჯელობა და არ ეფუძნება რეალურ არგუმენტებს“.
დღეს, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ამისთვის პარტიამ სადავო პარლამენტში კანონპროექტი დააინიციირა.
იმის მიუხედავად, რომ ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ აწესებს ადგილსა და საზღვრებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 95 834 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, გაიხსნა 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი.
ს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მაგალითად:
· -ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%.
· დიდ ბრიტანეთში – 11.5%
· გერმანიაში 5.3 %
· საბერძნეთში 22.2%
· საფრანგეთში – 10.7%
და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის:
· თურქეთში – 44%
· აზერბაიჯანში – 89.5%
· სომხეთში – 59.7%
ფორუმი