კობახიძე: წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება.
“რაც შეეხება საქართველოს ბიუჯეტს – ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 4 თვის განმავლობაში 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები სამომავლოდ შევა და წელს 360 მილიონი ლარი დაგვემატება. ეს არსებითად ისეთ სფეროებზე განაწილდება, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა და კულტურა. ასევე, რეგიონული განვითარება”. – თქვა მ მთავრობის სხდომაზე.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია.