: ჩინეთი ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ჩინეთს „ერთადერთ მშვიდობიან ზესახელმწიფოდ“ მოიხსენიებს. ამის შესახებ მან თურქულ საერთაშორისო მედიასთან (TRT WORLD) ისაუბრა, თარგმანი კი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია…
ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება“, – განაცხადა მ.
3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური მისი კაბინეტის ხუთ წევრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში, შანხაიში გაემგზავრა. დელეგაციაში არიან:
· საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;
· ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
· ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე;
· ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
· მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ეს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია ჩინეთში. თუმცა ის თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2024 წლის იანვარში იმყოფებოდა პეკინსა და შანხაიში -„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წელს გააფორმა, პრემიერ-მინისტრ ს დროს, რომელიც ამჟამად ფულის გათეთრების მუხლით არის ბრალდებული.
ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების ფონია, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება
ჩინეთში ბიზნესს ძირითადად სახელმწიფო (კომუნისტური პარტია) აკონტროლებს. შესაბამისად, კომუნისტების მიერ მართული ჩინეთის ზეგავლენის საფრთხეები -ში ფოკუსშია და ფართოდ განსახილველ თემას წარმოადგენს.
სექტემბერში, შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ [“ჰელსინკის კომისია”] საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოება რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ს პოლიტიკას. ამის შესახებ ხშირად საუბრობს პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი რჩეული პოლიტიკოსი – კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ „დიპ სტეიტის“ აგენტს უწოდებს. ჩინეთის ზეგავლენები ერთ-ერთი წამყვანი თემაა კონგრესმენ უილსონის „მეგობარ აქტშიც“, რომლის დამტკიცების იმედი, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, უილსონსა და მის თანამოაზრეებს კვლავ აქვთ.
-ში არაერთხელ უწოდეს მიუღებელი იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ჩინური სახელმწიფო კომპანია შეარჩია და მას მნიშვნელოვან წილს გადასცემს.
„რუსეთთან თანამშრომლობით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას“, – ასეთია კონგრესმენების შეფასება.
ფორუმი