კობახიძე “სისხლიან ბანერებზე”: შეიძლება დაგვჭირდეს… მუდმივად საჭიროა “ნაცმოძრაობის” შეხსენება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ამბობს, რომ მუდმივად საჭიროა საზოგადოებას შეახსენონ “ნაცმოძრაობის სახე”. ასე უპასუხა მან პარლამენტში ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა ე.წ. სისხლიან ბანერებზე, რომელიც გასულ არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდასაჭერად იყო ბილბორდებზე გაკრული.
“სისხლიანი ბანერები” იყო ეს ბანერები თუ როგორ იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა ნაცმოძრაობის სახეს. თუმცა მათი [“ქართული ოცნების” PR-კონსულტანტების] იდეა, პრინციპში, არ იყო. სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა ეს იდეა, რაც ძალიან წარმატებული იყო – ხალხს სჭირდება მუდმივად ნაცმოძრაობის სახის შეხსენება… შეიძლება დაგვჭირდეს [2024 წლის არჩევნებზე]… საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, რა დანაშაულები აქვს “ნაცმოძრაობას” თავის დროზე იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში…” – თქვა მ.
მოგვიანებით პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ ეს არ იყო მათი PR-კონსულტანტების მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელის იდეა:
“ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად, ჩვენი არ იყო. იყო სხვა პიარ-კონსულტანტები, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩიეს ასეთი ბილბორდების გაკვრა”.
დღეს, 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახმარებლად ხელშეკრულება გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან. მოშე კლუგჰაფტს ოპოზიცია უკავშირებს გასულ არჩევნებში „ქართული ოცნების” აგრესიულ და სიძულვილზე დაფუძნებულ საარჩევნო კამპანიებს.
2021 წლის მუნიციპალური ს წინ სარეკლამო ბილბორდებზე გამოჩნდა „სისხლიანი ბანერები”. მასში ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები. თბილისის მერმა მასთან კავშირი უარყო. „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა”.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ე.წ. სისხლიან ბანერებზე გამოსახეს გიორგი გახარიაც. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე – თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება

მამუკა მდინარაძე – არ აქვს მნიშვნელობა 3000 ადამიანი დგას აქციაზე თუ 7000, რეალობა ისაა, რომ ამას დიდი ორგანიზება და ფული სჭირდება – ფოტოგრაფი რომ ჰყავთ, რაც არ უნდა გაბეროს „ეზ გაბერმა“, ვერ გაიბერება