კობახიძე: სახ.დეპ-ის ანგარიშში წერია ტყუილი, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი. წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო უკვე სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი. აქაც იგივეა, აქ ენჯეო დააფინანსა სახ.დეპ-მა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა მათ ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა სახ.დეპ-ის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, სწორედ ამისთვის არის საჭირო გამჭვირვალობა.
ამბობს საქართველოს პრემიერი ირაკლი .
-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში. აშშ-ს საგარეო უწყების ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც 2023 წელს ხდებოდა.