: საქართველოს გამოარჩევს ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან

მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა – ინვესტიციებს, ინვესტიციები ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს გამოარჩევს არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ, როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს გამოცდილება მარტივ პრინციპს ცხადყოფს – მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები – ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს რაც ნამდვილად გამოარჩევს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით – ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე. მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში, საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას. პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას