სამებაში ტიტუშკების თანხლებით მივიდა – მედია

ფოტო – ტვ პირველი
ტვ პირველის ცნობით, ვიდეომასალაში, რომელიც სამთავრობო არხებმა გაავრცელეს, კადრებში კობახიძის უკან არა ერთი ტიტუშკა ჩანს. ერთ ერთი, თედო ბიტბუნოვია, ის საზოგადოებამ თავისუფლების მოედანზე სალომე ზურაბშვილის სიტყვით გამოსვლის დროს გაიცნო.
ბიტბუნოვი სახურავიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის ლაზერის მინათებით ცდილობდა, მისი მიმართვის ჩაშლას. მას შემდეგ რაც ბიტბუნოვი გაშიფრეს, მან თავზე პლედი გადაიფარა და ასე დაიმალა. შემდეგ კი ამტკიცებდა, რომ ქალმა აქტივისტებმა სცემეს.
კიდევ ერთი ტიტუშკა, რომელიც დღეს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, ნიკოლოზ მელიქიშვილია, ის არა ერთი ინციდენტის მონაწილეა. მელიქიშვილი არბევდა სტუდენტებს, თსუ-ს მაღლივ კორპუსთან და მერიის მოწყობილ საახალწლო სოფელში.
შეგახსენებთ, სამებაში მას შემდეგ მივიდა, რაც რუსთაველის გამზირზე მემორიალთან მისვლის საშუალება სინდისის პატიმრების ოჯახებმა არ მისცეს. კობახიძის სამებაში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ინფორმაცია დამოუკიდებელ მედიას დაუმალა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება