კობახიძე: ოპო­ზი­ცია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია

ოპო­ზი­ცია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია – თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თე­ბენ იმ საქ­მეს, რაც ჩვენ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ამ ოპო­ზი­ცი­ით ქვე­ყა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს აგ­რძე­ლებ­დეს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბა­ქო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო გა­ყალ­ბე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე არ მი­დი­ან.

“ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა [არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის]. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მშვი­დი გა­რე­მო იყო და არ­ცერ­თი არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, პრო­ცე­დუ­რე­ბი არ­სე­ბი­თად ელექტრო­ნუ­ლი წე­სით წა­რი­მარ­თა. ამომ­რჩე­ველ­თა 90%-ზე მეტ­მა ხმა მის­ცა ელექტრო­ნუ­ლი წე­სით, მა­ნამ­დე რე­გის­ტრა­ცი­აც ელექტრო­ნუ­ლი წე­სით გა­ი­ა­რა და მათი ხმე­ბიც ელექტრო­ნუ­ლი წე­სით და­ით­ვა­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოპო­ზი­ცია რე­ა­ლუ­რად ელექტრო­ნულ აპა­რა­ტებს შე­ე­ჯა­ხა და ვე­რას გახ­და ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით წა­რი­მარ­თა. ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით და­ით­ვა­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­და­ვე­ბე­ლი სა­ერ­თოდ არა­ფე­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოპო­ზი­ცია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თა­ნაც ვერ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­წო­დე­ბი­სა. ისი­ნი თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თე­ბენ იმ საქ­მეს, რაც ჩვენ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ამ ოპო­ზი­ცი­ით ქვე­ყა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს აგ­რძე­ლებ­დეს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას. ეს ოპო­ზი­ცია უნდა ჩა­ნაც­ვლდეს ახა­ლი, ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბით. რე­ა­ლუ­რად, აქეთ­კენ მიჰ­ყავთ სა­კუ­თა­რი ხე­ლით პრო­ცე­სე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.