კობახიძე: მოსახლეობის 50%-ზე მეტი სასამართლოს ენდობა

სასამართლოს მიმართ ნდობა სოციოლოგიური კვლევებით იზომება და ჩვენ ეს კვლევები გვაქვს. ამ კვლევების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა, ძალიან მყარად, 50%-ზე მეტი, სასამართლოს ენდობა. აქაც ბევრჯერ გვითქვამს – ნებისმიერი სასამართლო საქმე მოიტანეთ, სადაც სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ და მოდით, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. ერთი საქმე მოიტანეთ […]
დარწმუნებული ვარ, სასამართლოში პრობლემური საქმეები იქნება – მაგრამ, როცა სასამართლოსთან და უსამართლობასთან დაკავშირებით ბრალს პოლიტიკურად გვიყენებენ, მოდით, კონკრეტული საქმეები მოგვიტანეთ, რომელზეც ფიქრობთ, რომ არასამართლიანად გადაწყდა – ზეპირად კი ნუ გველაპარაკებით […] ამხელა შტურმისა და პოლიტიკური შეტევის მიუხედავად, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”