კობახიძე: მადლობა ბატონ ბიძინას, რომელმაც ნაკრების ჯგუფიდან გასვლისთვის ჯილდო დააწესა

ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ძალიან დასაფასებელია ფონდი ქართუს მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა, ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და ამისთვის მადლობა ფონდ ქართუს და პირადად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე.