კობახიძე ზურაბიშვილს დაპატიმრებით დაემუქრა

22 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრი დაპატიმრებით დაემუქრა საქართველოს პრეზიდენტს. ირაკლი კობახიძის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგ გისოსებს უკან შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ის პრეზიდენტის სასახლიდან არ გავა.
“29-ში მას მოუწოდებს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები”, – განაცხადა მ.
ზურაბიშვილის განცხადების თანახმად, ის ლეგიტიმური პრეზიდენტია. ერთპარტიულად არჩეული პრეზიდენტი და მისი დაგეგმილი ინაუგურაცია კი მისი თქმით, ლეგიტიმური არ არის.
სალომე ზურაბიშვილი ერთი დღით ადრე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა. მან გაიმეორა მოწოდება საპარლამენტო ს ხელახლა ჩატარების შესახებ და თქვა, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში შევიდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. მან განაცხადა, რომ შეხვდება ბიძინა ივანიშვილს ახალი არჩევნების შესახებ სასაუბროდ და არსებული სიტუაციის განსახილველად.
მ პრეზიდენტის პოტენციური დაკავება დაუკავშირა ახალი არჩევნების მოთხოვნასაც, დასძინა რა, რომ მას მერე რაც მ დაამტკიცა არჩევნების შედეგები და საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის სარჩელი, განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად ამოწურულია ყველანაირი სამართლებრივი ბაზა.