კობახიძე: ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე

“სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, საუბრობდეს არჩევნებზე” – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მ შეხვედრის პარალელურად გააკეთა, რომელსაც პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარესთან და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან მართავს.
პრეზიდენტის განცხადებებს არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობასთან დაკავშირებით “სპეკულაციას” უწოდებს. მისი აზრით, ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია “ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს”.
“სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ – იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა, შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს და მეორე – საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ რომ ის პირდაპირ, თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.