კობახიძე ზურაბიშვილზე: მისი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი

„სინამდვილეში, არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების ერთი პატარა ჭანჭიკი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება რა სცენარებზე ფიქრობს, თუკი მოხდება ისე, რომ  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ არ არის ლეგიტიმური? პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ეს არ არის შესაძლო სცენარი, ეს არის გარანტირებული სცენარი. ამას იტყვის ნამდვილად ეს ადამიანი.  სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების ერთი პატარა ჭანჭიკი, მეტი ფუნქცია და მეტი დატვირთვა ამ ადამიანს არ აქვს.

მას დიდი ვადა არ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც, რეალურად ვერ შეასრულებს. არავითარი ფასი არ აქვს მის არცერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, უკვე მისი ლეგიტიმაცია არის  – ნულოვანი“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს