: ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის კარგი სასანქციო პაკეტში მისი მოხვედრა. რაც სააკაშვილს უხარია, რაც ნაცს უხარია…

“ჩვენ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ 0 ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ არ მოხდება. დანარჩენი დაველოდოთ ევროკომისიის პოზიციას.
ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის კარგი სასანქციო პაკეტში მისი მოხვედრა. რაც სააკაშვილს უხარია, რაც ნაცს უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს” | ამბობს ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.
🔴 9 თებერვალს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყულევის პორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება. გამოცემა წერს, რომ EU ყულევის პორტის შეყვანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში აპირებს. როგორც გამოცემა წერს, მისმა ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომელშიც ყულევის პორტზეცაა საუბარი.