კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი , თბილისის მერ სთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს:
“მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.
„მინდა, გამარჯვებები და წარმატება გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას”, – მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.
მ ასევე ხაზი გაუსვა
ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება; ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატება უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ”.