კობახიძე: დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაიცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„სახელმწიფო სეკულარული პრინციპის დაცვით იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან”, – თქვა მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი, იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.
პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.
7 თებერვალს დროებითი მოთავსების იზოლატორი 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დატოვა აქტივისტმა ნატა ფერაძემ.
-მ აქტივისტის მიმართ ადმინისტრაციული წესით (წვრილმანი ხულიგნობა) სამართალწარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც გამოსახული იყო საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.
ხატის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკში იანვრის პირველ რიცხვებში გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
17 იანვარს რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან შესწორების გასაკეთებლად გაიტანეს.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური “დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას – დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

ასევე დაგაინტერესებთ