კობახიძე: გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინებების სისტემა

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მ დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას თქვა, რომ საფრთხეების შესახებ ადრეული შეტყობინებების სისტემები გაუმჯობესდება.
სამთავრობო პროგრამის წარდგენისას მ განაცხადა, რომ სტიქიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად პრიორიტეტულია “გლობალური კლიმატური ცვლილებების პერიოდში გარემოს დაცვასა და ბუნებრივი კატასტროფის შემცირებაზე ზრუნვა”.
“ამ მიზნით მთავრობა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას, გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინებების სისტემები, გაფართოვდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის და შეფასების სისტემები, გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისად, განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება”, – ამბობს კობახიძე.
***
გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.