კობახიძე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერებაზე: “ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა”

პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებას “ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა”. მისი განმარტებით, ის ამ საკითხს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციასთან განიხილავს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ძალაუფლებას 2025 წლის 20 იანვარს გადაიბარებს.
“თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას – ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი სთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა, ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებით მოვლენა, როგორიც ”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პირველ დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
30 ნოემბერს გამოქვეყნებულგანცხადებაში მეთიუ მილერი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.