კობახიძესთან შეხვედრაზე რუხაძისთვის სიტყვის შეწყვეტის მცდელობა იყო – გიორგი ისაკაძე

ფინანსისტი და bm.ge-ს ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე “ტვ პირველის” პრიდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ამბობს, რომ ირაკლი კობახიძს და ბიზნესმენების დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, “იმედის” დირექტორის, ირაკლი რუხაძისთვის სიტყვის შეწყვეტის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ისაკაძის თქმით, რუხაძემ მაინც ყველა კითხვა დასვმა, თუმცა პასუხები არ მიუღია, ისე როგროც სხვა ბიზნესმენებს.
გამომდინარე იქიდან, რომ რუხაძე “ტვ იმედის” გარდა, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ბიზნესის მფლობელი და თანამფლობელია, მისი სიტყვა იყო გაცილებით გრძელი და იყო რამდენჯერმე მისი სიტყვის შეჩერების მცდელობა, რადგან კრიტიკული ტონი იყო. ყველა ის კითხვა თავიდან ბოლომდე დაისვა, რაზეც მგონი, ბატონმა რუხაძემაც ვერ მიიღო პასუხები. შესაბამისად, ამაზე პასუხები ვერც სხვა ბიზნესმენებმა მიიღეს. ჯამში, რაც დაიწყო ორი დღის თავზე ამ შეხვედრიდან, როცა ყველაფერი წამოვა ბიემჯისკენ, თუ ისაკაძისკენ, იმის იქით წასულან, სულ არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის ილაპარაკონ. მე თბილისში ვარ, ისინი ბუენოს-აირესი არიან. მე ქართული მესმის, ესპანური არ მესმის. რა უნდა ველაპარაკო საერთოდ, როდესაც საქმიანი ადამიანები შეკრიბეს და კითხვებზე პასუხის გარეშე გამოუშვეს”, – ამბობს გიორგი ისაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბოტკოველი – ერთად უნდა დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ არ შედგეს თვითმმართველობის არჩევნები – ხაზარაძემ მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი უნდა გავმართოთ თბილისშიო, მორჩილება როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა?!

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – სასჯელი უნდა იყოს პროპორციული, სამართლიანი, ობიექტური და თანაზომიერი, რაც ჩადენილ დანაშაულს შეესაბამება – მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებისთვის მკაცრი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული