კობახიძემ წულუკიანი, დავითაშვილი და ჩიქოვანი ვიცეპრემიერებად წარადგინა

პრემიერმინისტრმა მ მთავრობის პირველ სხდომაზე ახალი ვიცეპრემიერები წარადგინა. პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ასევე, ვიცეპრემიერები იქნებიან კულტურის მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი და წულუკიანი ს მთავრობაშიც ვიცეპრემიერები იყვნენ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი დაინიშნა.
“წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის” – მიმართა პრემიერმა მინისტრებს.
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, 8 თებერვალს დაამტკიცა.