კობახიძემ, ყველა ოპოზიციონერს ვცემთო, დამთავრებული არ ჰქონდა და საკრებულოს 2 წევრის მოტაცებას ვუყურეთ – ელისაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გეგმა სისრულეში კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში მოიყვანა.
ერთადერთი დაპირება, რასაც ამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ასრულებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დაპირებებია. დაგვპირდა, რომ ყველას დაგვიჭერს და კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, რომ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იქნებაო. დამთავრებული არ ჰქონდა, როცა რამდენიმე საათში საკრებულოს 2 წევრის დაპატიმრებასა და მოტაცებას ვუყურეთ. რასაც დაგვპირდნენ იმის შესრულება დაიწყეს. არავის ამის არ ეშინია და ფაქტია ეს იქნება ყველაზე მძიმე საარჩევნო პერიოდი და ეს იდეების ჭიდილი და პროგრამებით პაექრობა არ იქნება“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)