კობახიძემ ქაცარავას ცემაზე: კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ინციდენტები

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცემას.
შეკითხვას – იყო თუ არა დავით ქაცარავას ცემა ს დაკვეთა? – მ უპასუხა: „მე არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. ის აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ. საზღვართან, გამყოფ ხაზთან. ეს იყო სწორედ, დავით ქაცარავა. მე მინდა შეგახსენოთ, არ მგონია რამე მეშლებოდეს, ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა „ეფესბეს“ აგენტის როლს რუსულ ფილმში და უცბად გახდა შემდეგ ანტირუსი. ამ ყველაფრის შემდეგ, მე არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში“.
რაც შეეხება ქაცარავას ცემას, პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ ასეთი ინციდენტები მიუღებელია და სამართალდამცველებს მოთმინებისკენ მოუწოდა.
„რაც შეეხება ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ. როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა, ძალადობა, ყველას მართებს, სამართალდამცველებს მაქსიმალური მოთმინება“, – თქვა კობახიძემ.
ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.
მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით – ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.
დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა