კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ირაკლი მ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.

ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს რევაზ ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია დაიკავებს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ჯანდაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს.