კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერმა ირაკლი მ დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა – ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“ – წერია 4 აპრილს გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსად 2021 წლის 23 აპრილიდან მუშაობდა.