კოალიცია „ძლიერი საქართველო” აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს

კოალიცია „ძლიერი საქართველო” აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უფასო იურიდიული დახმარებით საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი დაზარალებული პირი ისარგებლებს.
„ქართული ოცნების“ თვითმარქვია ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა სახელმწიფო გადატრიალება და ლეგიტიმური კონსტიტუციური წესწყობილების მიტაცება.
თვითმარქვია ხელისუფლება ორი ღამეა უმოწყალოდ არბევს, დევნის და აკავებს ათასობით ადამიანს, რომლებიც ახალი ს კანონიერი მოთხოვნით დგანან ქუჩაში. დაკავებულია მათ შორის ძლიერი საქართველოს ს შტაბის წევრი, ნათია ნონოიანი და ნაძალადევის შტაბის წევრი, გიორგი წაქაძე.
„ძლიერი საქართველოს“ სახელით, ყველა დაზარალებულ პირსა და მათ ოჯახებს ვუცხადებ ჩვენს სრულ სოლიდარობას, თანადგომას და მხარდაჭერას. თითოეულ დაზარალებულს ვთავაზობთ უფასო იურიდიული მხარდაჭერას ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ დროს, 24 საათი 7 დღის განმავლობაში!
თქვენ არ ხართ მარტო! ამ ქვეყნის არცერთი პატრიოტი, რომელიც იცავს საკუთარ ქვეყანას და ევროპულ მომავალს, არ დარჩება მარტო რუსული რეჟიმის პირისპირ! ვიბრძოლებთ ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა