კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, როგორ გაგრძელდება პროტესტი.
„ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად, გაზიარებული იყოს ყველა მხარეს და ამიტომ გვაქვს დღეს ეს შეხვედრა, სადაც ჩამოვყალიბდებით, რას ვაპირებთ უახლოეს დღეებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და მონახაზები გვაქვს, უბრალოდ, ახლა ყველა ერთმანეთს აზრს გავიზიარებთ და ჩამოვყალიბდებით”, – აღნიშნა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ჩვენ ვართ ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში, რა თქმა უნდა, პროტესტი გრძელდება, პროტესტის ფორმა, რაც არის შედეგზე ორიენტირებული, ამიტომ, ყველა საკითხზე, რაც შეეხება პარლამენტს თუ საერთაშორისო საკითხებს, ასევე აქციებს, ერთად ვწყვეტთ”, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!