„კოალიცია ცვლილებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართავს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, დაუწესონ პერსონალური სანქციები ივანიშვილს, კობახიძესა და სხვა ოფიციალურ პირებს და მიიღონ „MEGOBARI აქტი“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, [დაწესდეს] პერსონალური სანქციები ს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველა დე-ფაქტო ოფიციალური პირის მიმართ; მოხდეს ყველა პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერება რეჟიმთან და MEGOBARI Act-ის მიღება -ის სენატის მიერ, ასევე საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტ ს აღიარება როგორც ქართული ხალხის ევროპული ნების ლეგიტიმური წარმომადგენლებისა, – ამ მოწოდებით სამი პოლიტიკური გაერთიანება, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროპელ პარტნიორებს მიმართავს.
როგორც ღია წერილშია აღნიშნული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე. ამიტომ, კოალიციის განმარტებით, მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები.
„საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანების – „კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“ / „გირჩი“ / „დროა“) ღია წერილი ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობებსა და პარლამენტებს,
ძვირფასო საქართველოს მეგობრებო,
ჩვენ, პროევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი კოალიციის ლიდერები, გწერთ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში – მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ სახელმწიფოს მტრებად ცხადდებიან საქართველოში დემოკრატიის დამცველები და ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ღირებულებების ერთგული ძალები.
დღეს, პრაქტიკულად ყველა პროდასავლელ პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ „საბოტაჟში“ ედება ბრალი. ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური ლიდერისა და ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ.
აღნიშნული შიდა პროპაგანდით „სუვერენიტეტის დაცვად“ არის წარმოდგენილი, რეალურად კი შეტევაა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების – „ახალის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს' აკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუსი ოლიგარქის, ს ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე.
მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა.
სწორედ, ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ:
· პერსონალურისანქციებიბიძინაივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრირაკლიკობახიძისადაყველაიმდე-ფაქტოოფიციალურიპირისმიმართ, ვინცპასუხისმგებელიაპოლიტიკურდევნაზე, სასამართლომანიპულაციებსადარუსეთთანთანამშრომლობაზე.
· MEGOBARI Act-ის მიღება -ის სენატის მიერ – როგორც ძლიერი სიგნალი ქართველი ხალხის პროდასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
· ყველაპოლიტიკურიდაფინანსურიჩართულობისშეჩერებარეჟიმთანმანამდე, სანამარგათავისუფლდებიანპოლიტიკურიპატიმრები, არშეწყდებარეპრესიებიდაარაღდგებაკონსტიტუციურიწესრიგი.
· საქართველოსდემოკრატიულიოპოზიციის, სამოქალაქოსაზოგადოებისადაპრეზიდენტსალომეზურაბიშვილისაღიარებაროგორცქართულიხალხისევროპულინებისლეგიტიმურიწარმომადგენლებისა.
საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპას არ შეუძლია, კარი გაუღოს თ მართულ ავტოკრატიას. რაც დღეს თბილისში ხდება, ხვალ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის საზღვრებს მიღმაც. თავისუფლების ბედი შავი ზღვის რეგიონში და დემოკრატიული სამყაროს მორალური ძალა ახლა იმაზეა დამოკიდებული, დაგვიცავს თუ არა ჩვენი საერთო პრინციპები ისეთივე სიმტკიცით, როგორსაც ისინი იმსახურებენ.
მადლობა მეგობრობისთვის, სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით თქვენი გამბედაობისთვის, დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით ამ ისტორიულ დროს.
ღრმა პატივისცემით, კოალიცია ცვლილებისთვის „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, – ნათქვამია დასავლელი პარტნიორებისადმი მიმართვაში.