რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს TBILISI OPEN AIR-ს კლუბი KHIDI უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, TBILISI OPEN AIR 2024-ზე ტრადიციულად ოთხი სცენა იქნება წარმოდგენილი, ელექტრონული მუსიკის სცენას სწორედ KHIDI დაიკავებს.
„წელს Tbilisi Open Air-ს შემოუერთდება თბილისის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, KHIDI. ჩვენთვის, ფესტივალისთვის, დიდი პატივია KHIDI-თან, მის გამოცდილ გუნდთან და გამორჩეულ არტისტებთან თანამშრომლობა. გვჯერა, რომ ჩვენი დამეგობრება ბევრს გაახარებს და ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება”, – ნათქვამია ფესტივალის განცხადებაში.