“კლოუნი, წარუმატებელი”– ვის სთხოვდა პუტინი პირისპირ შეხვედრას და ვისთან შესახვედრად ჩავიდნენ ანკარაში რუსი მაღალჩინოსნები?

დელეგაციას, რომელიც პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის დაამტკიცა, ზელენსკიმ ბუტაფორიული დონის უწოდა. რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და უწყების პრესსპიკერისგან შეურაცხმყოფელი ეპითეტები მიიღო.
სერგეი ლავროვმა ზელენსკი “უბადრუკ ადამიანად” მოიხსენია. არადა, ცნობისთვის, ზელენსკის პირისპირ შეხვედრა პუტინმა თავად შესთავაზა, როგორც დღეს უკვე ჩანს, იმ იმედით, რომ ის უარს იტყოდა.
მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ რუსი პროფესიონალების დონის დაწუნების უფლება ზელენსკის არ აქვს.
“ვინ ლაპარაკობს ბუტაფორიულობაზე, კლოუნი, წარუმატებელი, გაურკვეველი განათლების მქონე ადამიანი.” – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”