“კლიპერსის” ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია “ოკლაჰომამ” დაასრულა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ოკლაჰომა სიტი თანდერმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 134:115 დაამარცხა. ამით კალიფორნიელების ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო შაი გილჯეს-ალექსანდერი გახდა. კანადელმა კალათბურთელმა 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
გუნდის მეორე ლიდერმა ჩეთ ჰოლმგრენმა 23 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.
“კლიპერსიდან” ჯეიმს ჰარდენმა საკუთარ გუნდს 23 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი შესძინა.
ამრიგად, “ოკლაჰომა” 18 მოგებითა და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. “ოქეისი” მორიგ მატჩს 24 დეკემბერს,
“ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს.
“კლიპერსი” 17 გამარჯვებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. კალიფორნიელები 24 დეკემბერს “ბოსტონ სელტიკსს” უმასპინძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში