კლინტონი თუ ტრამპი? მოლოდინი საქართველოში

8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატები 45-ე პრეზიდენტს აირჩევს. დემოკრატი ჰილარი კლინტონი თუ რესპუბლიკელი ? ამერიკელი ხალხის არჩევანს, მთელი მსოფლიოს მსგავსად, დიდი ინტერესით ელიან საქართველოშიც.
ორივე კანდიდატი ნამყოფია ჩვენს ქვეყანაში. ჰილარი კლინტონი, სახელმწიფო მდივნის რანგში, ორჯერ, ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოში. პირველად 2010 წლის ივლისში, თბილისში და მეორედ, 2012 წლის ივნისში, ბათუმში.
კლინტონი, რა თქმა უნდა გაცილებით უკეთ იცნობს, როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ისე საგარეო პრობლემატიკას. ასევე საუკეთესო ქართული ღვინის გემოს, მას დაგემოვნებული აქვს – საკოლექციო გურული “ჩხავერი”. კლინტონს „საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო“ მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი.
„საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის“ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით არის დაჯილდოვებული .
იგი თბილისს და ბათუმს 2012 წლის აპრილში, საკუთარი თვითმფრინავით სტუმრობდა. შავი ზღვის სანაპიროზე მონაწილეობა მიიღო 47 სართულიანი „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც შემდეგ აღარ აშენდა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი , რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა ამერიკაში, “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ დარჩება უცვლელი:
ამერიკამ ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან ჯერ კიდევ უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო -ს პრეზიდენტი“ , საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
„ჩვენ ბუნებრივია ყურადღებით ვადევნებთ ამ არჩევნებს თვალყურს, ვინაიდან არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რაიმე, მიუხედავად იმისა თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინაიდან ჩვენ ისტორიულად, მყარი, ჩამოყალიბებული და ძალიან ინტენსიური პარტნიორობა გვაკავშირებს აშშ-სთან.
ეს ურთიერთობა ორმხრივია, ჩვენი მხრიდანაც ასეთი დამოკიდებულებაა და იქედანაც. უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ-მ ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან, ჯერ კიდევ უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ბილ კლინტონი თუ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი.“
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ბარაქ ობამას (2009-2016) „გადატვირთვის პოლიტიკამ“ რუსეთთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გარკვეულწილად, მეორე რიგში გადაიყვანა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპატიები, 8 ნოემბრის არჩევნებში, ისევ დემოკრატიული პარტიის კანდიდატისკენ იხრება.
ანალიტიკოსთა აზრით, ეს განპირობებულია, რესპუბლიკელთა კანდიდატის არაპროგნოზირებადი და იზოლაციონისტური რიტორიკით. პირველ რიგში დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი განცხადებებით, NATO-ზე, ბალტიისპირეთზე, ოკუპირებულ ყირიმზე, ზე, ემიგრაციაზე, რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინზე.
საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე “ამერიკის ხმასთან” განმარტავს, თუ რატომ არის სარისკო დონალდ ტრამპის არჩევა:
დონალდ ტრამპი ბევრად უფრო სარისკო კანდიდატია ჩვენთვის, რუსეთთან მისი გაუთვიცნობიერებლობის გამო. არც საგარეო პოლიტიკური და არც ზოგადად, მმართველობითი გამოცდილება მას არ აქვს” დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში